<3 დილა იწყება..


მზის პირველი სხივი..
ცოტათი გახელილი თვალი..
მსუბუქი თავბრუსხვევა..
ოდნავ აღქმული სამყარო..
პირველი ფიქრი რაც მოდის ისაა, რომ “ის” ისევ შენ ცხოვრებაშია..
მისით იწყებ დილას..
ღამეც ხომ მასზე ფიქრში ჩაგეძინა..
დღეს ნახავ.. <3
მერე რა, რომ ლექციების მერე..
მერე რა, რომ ძალიან დაღლილი..
მერე რა, რომ სულ რაღაც 1 საათით..
მაინც ხომ ნახავ?
ხომ შეხედავ?
ხომ ჩაეხუტები?
მის სურნელს ხომ შეიგრძნობ?
ერთხელ ხომ აკოცებ? …
ყავის პირველი ყლუპი..
ფანჯრის მინაზე აბრჭყვიალებული მზის სხივი, თვალს რომ გჭრის..
ახალი დღე..
კიდევ ერთი დღე.. სიცოცხლის კიდევ ერთი შანსი..
მობილურის ეკრანი..
ღამით მოსული SMS საყვარელი ადამიანისგან..
თბილი, ლამაზი სიტყვები.. ჩახუტების სურვილები..
ვფიქრობ და მეღიმება..
ყველაფერი კარგადაა..
ლამაზად..
იდეალურად..
ვფიქრობ იმ ნაწილაკებზე, რაც ცხოვრებას სრულყოფილს ხდის..
ბედნიერებისგან ტირილი მინდება..
იმედია არასოდეს დასრულდება ეს უბრალო და ამავე დროს საოცარი სიყვარული..
ეს.. ეს გრძნობა..
რაღაცნაირი..
თითქოს ბედნიერება შენი სისხლის ერთ წვეთშია და მთლიანად დაივლისო სხეულს..
არასდროს წახვიდე..
მოდი, სულ ასეთი ბედნიერები ვიყოთ.. <3

ესეც გაივლის..


ალბათ ყველას ცხოვრებაში არის მომენტები,
როცა როგორც არ უნდა ეცადო არფერი გამოგდის..
ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს მიწა ფეხქვეშ გეცლება..
გინდა იტირო, მაგრამ ცრემლი არ მოგდის, შესაბამისად დაგროვილი ემოციისგანაც ვერ თავისუფლდები
და აღარ იცი რა ქნა..
როგორმე უნდა გამოხატო ემოცია, თორემ დაგახრჩობს მალე..
თავს დაკარგულად გრძნობ.. არ ეკუთვნი არავის და არაფერს, ამ სამყაროს, შენ სახლს, მშობლებს, მეგობრებს.. არავის..
ყველაზე ცუდი – შენ თავსაც არ ეკუთვნი..
არ ენდობი..
არ იცი, რას გააკეთებ..
რას დაუშავებ სხვას, ან შენ თავს..
ისეთი გრძნობა მაქვს ახლა, თითქოს უამრავ პატარა ნაწილად ვარ დაშლილი და ეს ნაწილები
კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად იშლება და იფანტება..
ჰაერს შევერევი..
გაივლის..
ალბათ გაივლის..
ესეც გაივლის..

ჰმ..)))

Reblogged from airskyesrainer:

მე მე მე , ბევრი მეები გადაკოპირებული იდეებად )) რომლებიც ჭეშმარიტების წიაღში დაიბადნენ და რათქმაუნდა მე ჩავიფიქრე და უნდა ასრულსდეს. ჩვენ აუცილებლად გავფრინდებით აუცილებლად.. აუცილებლად რადგან რადგან ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის რომ გავფრიდეთ ჩვენ ჯინსები გვაცვია და თავისუფალი სურვილები ზემოდან გონება გონება, მთავარია სურვილი რატომ? იმიტომ რომ გაფრეან გვინდა და ხოლმე ფრთები არ არის საჭირო სულაც რომ გაფრინდე. რატომ? ხომ ოცნებობ?!

ჩვენ... ჩვენ გავფრინდებით... აუცილებლად.. <3

აფეთქებული ღამე ^.^



შეგახსენებთ ჩემს გუშინდელ პოსტს Happy B.day To Me… :/
როგორც ამ პოსტში ვწერდი, განწყობის ნატამალი არ მქონდა..
ვიჯექი მთელი დღე და რაღაცებს ვკითხულობდი..
12 ხდებოდა..
ჩემ Facebook-ზე მოლოცვების მთელი სერია დაიწყო.
გადავწყვიტე მოლოცვებისთვის მეპასუხა და დავწოლილიყავი.
ის იყო კომპიუტერის გათიშვა დავაპირე, რომ გარეთ რაღაც აფეთქდა.
არ ვაჭარბებ, მართლა გამაყრუებელი ხმა იყო.
სხვადასხვა ფერებმა გაანათა ეზო.
აივანზე გავედი და გავშტერდი.
Continue reading

Happy B.day To Me… :/


დღეს 30 აპრილია.
12-ს გადასცდება და უკვე 1 მაისი იქნება.
ჩემი დაბადების დღე..
უცნაურია, მაგრამ არანაირი საზეიმო განწყობა არ შეიმჩნევა ჩემში..
20 წლის ვხდები..
საუკუნის მეხუთედი..
ვცდილობ გავიხსენო როგორ ვიყავი შარშან ამ დროს..
Continue reading

ჩვენი ტბა.. <3



ჰე, იცი, გუშინ ჩვენი ტბა მესიზმრა..
ძილის წინ კიდევ ერთხელ გადავიკითხე ჩვენი მიმოწერა.. აშკარად გულში ჩამრჩა ზღაპარი ჩვენ ტბაზე..
ხომ ვთქვი დამესიზმრება-მეთქი..
ჰოდა მართლა დამესიზმრა..
დამავიწყდა დღეს შენთვის მეთქვა.. რა ბედნიერმა გავიღვიძე დილას იცი? ^.^
… ველოსიპედი პატარა ბილიკზე მიდიოდა.. გარშემო სულ ტყე იყო..
მაისის დასაწყისი.. ახლად ამოსული ბალახის და მიწის სუნი.. ყვავილების სურნელში შერეული..
Continue reading

Changes.. Changes.. ♥



ალბათ მკითხველს ახსოვს Love Story მე+შენ ♥ ^.^
რეალური ისტორია, რომელიც ჩემი ცხოვრების ულამაზეს მონაკვეთს ასახავდა..
მაშინ, ამას რომ ვწერდი, ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ შევიცვლებოდი პიროვნულად.

მაგრამ გადის დრო და უფრო და უფრო მეტ ცვლილებებს ვამჩნევ ჩემ პიროვნებაში.. ცხოვრებაში..
Continue reading

და უფრო მაგრად ჩაბღუჯეს კუთვნილი ბარები….


“…ცალ ხელში ორლესული ბარი ებოძა საქმემოწყურებულ სტასიკს, მეორეში – საწამლავი. იქვე, მინდორში, შარვლები გამოურჩევლად ყველას ჩახადეს ფერშალებმა (ვითომ მიაღწევდა კია რომელიმე მათგანი ს. ორჯონიკიძისეულ დიდებას?), ნემსები შეურჭვეს იქ, რაღაცა ძალიან მყრალი სითხეც შეასვეს, არ დაჯღანულან, ასე იყო ალბათ საჭირო. ღამებნელში უცხო ქალაქს ავტომანქანებით უახლოვდებოდნენ, და ერთი მათგანი ალბათ უკვე ნამყოფი იყოიქ, რადგან მთაწმინდისა და მამადავითის დანახვაზე უყოყმანოდ თქვა:
ეს თბილისია, გრუზია, ხალხთა ჯალათის სტალინის ქვეყანა.

და უფრო მაგრად ჩაბღუჯეს კუთვნილი ბარები…. 

სტალინის ქვეყანა რომელიც იყო, კარგად იცოდა მონადირემ.
ზიმბაბვე და პაკისტანი უფრო იყო სტალინის სამშობლო, ვიდრე საქართველო. რადგან იმ ქვეყნებისა დიდად არა ენაღვლებოდა რა, თავის ყოფილ სამშობლოს, საქართველოს კი, თვალს არიდებდა, როგორღაც ეხამუშებოდა, არ უსწორებდა თვალს.
Continue reading

Emotions…



ისევ ჭიაკოკონობა გამახსენდა, ანნ…
ისე, ის დღე რატომ ჩამრჩა ასე ძალიან გონებაში?
იქნებ იმიტომ, რომ იმ დღეს უცნაურად კარგად იყო ყველაფერი?
… და მერე აირია, ისე აირია, რომ ვერაფრით დავალაგეთ..
Continue reading

ყველაზე დიდი კანუდოსელი.



ძალიან მიჭირს წერის დაწყება..
იქნებ “დაბადებიდან” დამეწყო?
მაშინ გეტყვით, რომ 1939 წლის 26 მარტს, საქართველოში, ქ.თბილსში დაიბადა უდიდესი შემოქმედი, ქართველი კლასიკოსი, ყველაზე დიდი კანუდოსელი – ბატონი გურამ დოჩანაშვილი.
თამამად ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება..
თავადაც სჯერა და მეც დამაჯერა, რომ “დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა, დაიქცეოდა.. ვეღარ შეძლებდა ბრუნვას..”
მან მაპოვნინა ჩემი ქალაქი… ქალაქი, რომელიც ყველას გვაქვს, “ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე…”
გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ ავიღე პირველად ხელში მისი მოთხრობების კრებული და გადავეშვი “დოჩანას” სამყაროში..
Continue reading

მიყვარხარ, იცი???



გადის დღეები, საათები, გადის წუთები, გადის წამები და…
მენატრები…
იცი? მიყვარხარ… მჭირდები, იცი?
იცი, მინდა რომ შენ გეკუთვნოდე, მინდა მიყვარდე, შენზე ვფიქრობდე, შენთვის ვცოცხლობდე…  რომ შენი ვიყო…
მინდა სულ ვგრძნობდე მე შენს შეხებას, მინდა მათრობდეს შენი სურნელი.
იცი, მჭირდები, მიყვარხარ იცი?
Continue reading

“მზე მოგეკიდა სახეზე”



ძლივს დავინახე მზის სხივები ამდენი ხნის მერე..
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ძვლებში შეაღწია სითბომ..
თითქოს სისხლმა უფრო უკეთ დაიწყო მოძრაობა ძარღვებში..
მთელი არსებით შევიგრძნობდი მზის სხივებით გამთბარ ნიავს..
ხარბად ვიყნოსავდი გაზაფხულისსუნიან ჰაერს..
- რა სხვანაირი ჩანს ყველაფერი ამ სახურავიდან.. ადამიანები.. მანქანები.. ყველაფერი მოძრაობს, მაგრამ ხმა თითქოს არც აღწევს შენამდე.. მიყვარს ასე ჯდომა და ყურება..
როგორი გრძნობა მეუფლება იცი? თითქოს მე ვზივარ, გაუნძრევლად ვზივარ.. ცხოვრება კი მიდის.. უჩემოდ..
- გააჩნია რა კუთხით შეხედავ.. თუ წინ მიდის და შენ აკლდები ამ ყველაფერს, ცუდია..
გავხედე..
ჩაფიქრებული იჯდა..
- რაზე ფიქრობ?
- არაფერზე..
- მაინც?
Continue reading

და თუ დღეს ძალიან, ძალიან მოგეფერო..



ოკეანის სანაპიროზე იზრდებოდნენ.
რაც გარემოს აღქმა დაიწყეს, მას შემდეგ ახსოვდათ ერთმანეთი..
იმდენად ახლობლებად იქცნენ, ერთმანეთის გარეშე არსებობაც ვერ წარმოედგინათ.
ეს არ იყო გრძნობა, რომელსაც სახელს დაარქმევდი.
ეს ყველაფერი იყო.
ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის.
ალბათ ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი უნდოდათ, გარესამყაროს ჭუჭყი ხომ მეტისმეტად უცხო იყო მათთვის..
ყოველდღე ერთად ხვდებოდნენ მზის ამოსვლას, ერთად ატარებდნენ მთელ დღეს, დარბოდნენ ქვიშიან სანაპიროზე, იჭერდნენ თევზს, ერთმანეთს “ახრჩობდნენ” წყალში,
ერთად უყურებდნენ მზის ჩასვლას..
შუაღამემდე იწვნენ ქვიშის სანაპიროზე და ვარსკვლავებს უყურებდნენ… თავიანთ სახელებს არქმევდნენ…
არც ერთი იღებდა ხმას, არც – მეორე…
მხოლოდ ტალღების ხმა ისმოდა…
იწვნენ ოკეანის ტალღების ხმაში ჩაკარგულები, ჩუმად…
და რამდენს ნიშნავდა ეს სიჩუმე..
ასე გადიოდა დღეები..
პატარა ბავშვები დიდ ბავშვებად იქცნენ..
Continue reading

How To Disappear Completely…


ეს უცნაური…
ეს უცნაური სიმძიმის შეგრძნება გულში..
აი, თითქოს რომ მოგიჭერს თავის მარწუხებს და გულს ფეთქვის საშუალებას არ აძლევს..
გრძნობ როგორ ჩერდება სისხლი, როგორ გიპყრობს პანიკა..
მერე იწყება უჰაერობა..
სული გეხუთება და ამ პროცესს ვერც კი აჩერებ..
ამას მოყვება გაჩერებული წამი.. თვალწინ ჩავლილი მთელი ცხოვრება..
შემდეგ არაადამიანური, ტკივილით გაჟღენთილი ხმა აღმოგხდება და ცრემლები ცხელ კვალს დატოვებს სახეზე…
ხმოვნებიანი ტირილი..
Continue reading

კათარზისი



ბოლო დროს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა მოხუცების მიმართ..
გული მტკივა, რომ ეს ხალხი, რომლებიც ახალგაზრდობაში წარმოუდგენლად ბევრს აკეთებდნენ,
სიბერეში ყველასგან მიტოვებულები რჩებიან.
ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალა აღარ ერჩით და ჩვენთვის იმის გაკეთება აღარ შეუძლიათ რაც
ახალგაზრდობაში შეეძლოთ?
რატომ უნდა იქცეს მოხუცი, ნაოჭებით დაფარული, თეთრთმიანი სათნო ბებია ზედმეტ ტვირთად?
Continue reading

გზა გულისკენ.




ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით..
მაღლიდან გადმოვყურებდით ქალაქს..
თითქოს მანქანების ხმაური ვერც აღწევდა ჩვენამდე..
თბილი დღე იყო..
- გავიაროთ.. – თქვა და წამოდგა.
გავყევი.. ცოტა ვიბოდიალეთ, მერე შეჩერდა და გულში ჩამიკრა..
- გესმის ჩემი გულისცემა? შენს სახელს ამბობს.. – თქვა ჩუმად.
- მესმის.. – კიდევ უფრო მეტად დავაკვირდი და გამეცინა.. – თავდაყირა აყენებ ჩემ გეგმებს.. – გულწრფელად ვთქვი.
- ეგ პირველად მე გითხარი – რა თქმა უნდა არ შემარჩინა.
იყო და არა იყო რა… – დაიწყო უცებ.
Continue reading

გაზაფხული ^.^



ზუსტად ვიცოდი გაზაფხულის პირველ დღეზე უამრავ პოსტს ვიხილავდი, მაგრამ
მაინც გადავწყვიტე დამეწერა ამ საოცარ სეზონზე <3
29 თებერვალს გაზაფხულის მეტი სალაპარაკო არ მქონდა.
ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა <3
ჩემი გიჟი, ცვალებადი მარტი..
Continue reading

ამონაწერი დღიურიდან..


27/02/2012.
7 წუთი უკლია პირველს.
ვწევარ და ვფიქრობ.. არა, ახლა უკვე ფურცელს ვანდობ ფიქრებს..
მეზობლის სახლში ძველი საათი რეკავს..
აი, ჩამოკრა ერთხელ. წინაა ალბათ.
სიძველის სუნმა აავსო არემარე.. თვითმფრინავის ხმა.. 2008 წლის ომს მახსენებს.. მას მერე ამ ხმის მეშინია..
სრულ სიჩუმეს მარტო საათის წიკწიკი და ჩემი სუნთქვა არღვევს. ბნელა.. მხოლოდ მთვარის შუქი და მობილურის ეკრანი ანათებს აქაურობას..
Continue reading

ჩემი სკოლა – მოგონებების სასაფლაო.. <3



არ მახსოვს ვინ მითხრა სკოლას დაამთავრებ და უზომოდ მოგენატრებაო..
არ მჯეროდა.. რა თქმა უნდა, იყო ნოსტალგია პირველ დღეებში მაგრამ საგამოცდო ციებ-ცხელებამ, სტუდენტობამ, გრანტმა – ყველაფერი გადამავიწყა..
ვაღიარებ, სანამ დავამთავრებდი ერთი სული მქონდა იქედან გამომეღწია..
ალბათ რაღაც დროა საჭირო, რომ მიხვდე რა ძვირფასი იყო ეს ყველაფერი..
დღეს, ორი წლის შემდეგ პირველად წავედი სკოლაში..
აქამდე სურვილიც არ გამჩენია..
ალბათ არც გამიჩნდებოდა, სამსახურიდან რომ არ გავეგზავნე..
დღეს დილას ცხრაჯერ გავიღვიძე და დავიძინე..
არდადეგებზე მივეჩვიე გვიანობამდე ძილს..
5 წუთიც და მორჩა..
გამახსენდა, რომ სკოლაში ვიყავი მისასვლელი.. სიცილი ამიტყდა..
Continue reading

Kids Star Academy – უნიკალური შემოთავაზება.


ხართ 6-დან 16 წლამდე ნიჭიერი მოზარდი? გსურთ გახდეთ ვარსკვლავი?
მაშინ თქვენი ადგილი ჩვენთანაა, რადგან ნიჭიერი ბავშვების გავარსკვლავება ჩვენი პროფესიაა.
პირველად საქართველოში „ვარსკვლაების საბავშვო საპროდიუსერო აკადემია“ – „Kids Star Academy”.
Continue reading